კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მანდატი სწრაფად ვითარდება. ციფრული ეკოსისტემა დღეს მომავალი თაობის (next gen.) მთავარ თემად ყალიბდება. სწორედ ამიტომ, პასუხისმგებლიანი კომპანიების, ორგანიზაციების და დაწესებულებების დღის წესრიგში სულ უფრო ხშირად გვხვდება ციფრული წიგნიერება და მისი გავრცელების სურვილი და გზები

და მაინც, რატომ უნდა გახდეს ციფრული წიგნიერება ჩვენი კომპანიის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი?

ვისაუბროთ ეკონომიკურ და სოციალურ საჭიროებაზე:

  • რისკის შემცირება: ექსპერტების პროგნოზების მიხედვით, კიბერდანაშაულის გლობალური ზარალი 2025 წელს $10.5 ტრილიონს გადააჭარბებს (წყარო: statista.com); რისკი მხოლოდ ბიზნესესზე არ არის მიმართული, მას სერიოზული გავლენა აქვს ბიზნესის მომხმარებლების ფინანსურ წიგნიერებასა და პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე. სწორედ ამიტომ, CSR ინიციატივები, რომლებიც ფოკუსირებულია ციფრულ უსაფრთხოებაზე, დაცვის წინა ხაზის ფუნქციას ითვისებს ისეთი საფრთხეების წინაშე, როგორიცაა ფიშინგი, ონლაინ თაღლითობა და სკამ სქემები. რაც იცავს თქვენი ბრენდის რეპუტაციას და თქვენი საზოგადოების ფინანსურ სტაბილურობას.
  • მომავალი სამუშაო ძალის მზაობა: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად ციფრული წიგნიერება მომავალი სამუშაო ძალისთვის აუცილებელი უნარების ტოპ სამეულშია. მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება პირდაპირი ინვესტიციაა ახალგაზრდა თაობის გაძლიერებასა და ეკონომიკური მდგრადობის შექმნაში (წყარო: weforum.org).
  • ციფრული განხეთქილება: მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ მოსახლეებს ხშირად შეზღუდული აქვთ წვდომა ციფრული უსაფრთხოების განათლებაზე, რაც ზრდის სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობას. ციფრულ წიგნიერებაზე ორიენტირებული CSR უზრუნველყოფს თანაბარ მისაწვდომობას რესურსებზე, ეს კი სოციალური სამართლიანობის ძირითად პრინციპებს შეესაბამება.

როგორ ხდება ცვლილება?

თანამედროვე CSR რექციას პროაქტიულ, კონკრეტულ ზომებს ამჯობინებს. მაგალითად, წამყვანი ორგანიზაციები, ინსტიტუციები, კომპანიები თანამშრომლობენ ექსპერტებთან, რათა პრაქტიკული, მაღალი გავლენის მქონე ციფრული უსაფრთხოების ტრენინგები ინტეგრირდეს სასკოლო სასწავლო გეგმებში და საზოგადოებრივ პროგრამებში. ეს ღრმა, სისტემური ცვლილება გაცილებით მაღალ უკუგებას იძლევა, ვიდრე ზოგადი ცნობიერების ამაღლების კამპანიები.

#SafeScroll -ში ჩვენ გეხმარებით ახალი თაობის CSR პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაში. გთავაზობთ ციფრული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებას და მისი განხორციელების დაგეგმვას. ასევე თქვენი კომპანიის საჭიროებებზე მორგებულ ვორქშოფებს, რომლებიც უზრუნველყოფენ გაზომვად, ხანგრძლივ ციფრულ მდგრადობას.

მზად ხართ დაიცვათ თქვენი სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია გამოწვევებისგან?

მოგვწერეთ, ერთად განვიხილოთ ციფრული წიგნიერების ინტეგრირების გზები CSR სტრატეგიაში.

Leave a comment