რადგან ყველა ბავშვი
იმსახურებს უსაფრთხო სქროლვას

დღეს უკვე დაუსრულებელი სქროლვის ეპოქაში ვცხოვრობთ. SafeScroll-ში ჩვენ არ გვჯერა რომ გამოსავალი ტექნოლოგიებზე უარის თქმაშია; პირიქით, ჩვენ გვჯერა რომ გამოსავალი ტექნოლოგიების გამოყენების დაოსტატებაშია. 

ჩვენ გაწვდით ინსტრუმენტებს, რათა თქვენი სქროლვა იყოს გაცნობიერებული არჩევანი და არა უბრალო ჩვევა.

ციფრული უსაფრთხოება მხოლოდ ფილტრების დაყენებას და შეზღუდვების დაწესებას არ ნიშნავს. ციფრული უსაფრთხოება მაინდსეტია. მაინდფულნესის პრაქტიკისა და პრაქტიკული ციფრული განათლების გაერთიანებით, ჩვენ ვქმნით 360-გრადუსიან მიდგომას მენტალური ჯანმრთელობის მიმართ 21-ე საუკუნეში.

ჩვენ შესახებ

SafeScroll-ი ერთი რწმენით შეიქმნა: ყველა ბავშვი იმსახურებს უსაფრთხო ონლაინ გამოცდილებას, ხოლო ყველა ზრდასრული – ტექნოლოგიებთან დაბალანსებულ ურთიერთობას.
ჩვენ ვავსებთ ხარვეზს ციფრულ სამყაროსა და მენტალურ კეთილდღეობას შორის სპეციალიზებული პროგრამების მეშვეობით.

რატომ უნდა მოიცავდეს კორპორაციული პასუხისმგებლობა
ციფრულ წიგნიერებას

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის
(CSR) მანდატი სწრაფად ვითარდება. ციფრული ეკოსისტემა დღეს მომავალი თაობის (next gen.) მთავარ თემად ყალიბდება. სწორედ ამიტომ,
პასუხისმგებლიანი კომპანიების, ორგანიზაციების და დაწესებულებების დღის წესრიგში სულ უფრო
ხშირად გვხვდება ციფრული წიგნიერება და მისი გავრცელების სურვილი და გზები.