ჩვენ ხელს ვუწყობთ ჯანსაღი ციფრული ცხოვრების გაძლიერებას. 

SafeScroll-ი შეიქმნა ერთი რწმენით: ყველა ბავშვი იმსახურებს უსაფრთხო ონლაინ გამოცდილებას, ხოლო ყველა ზრდასრული – ტექნოლოგიებთან დაბალანსებულ ურთიერთობას. ჩვენ ვავსებთ ხარვეზს ციფრულ სამყაროსა და მენტალურ კეთილდღეობას შორის სპეციალიზებული პროგრამების მეშვეობით:

  • MBSR -სტრესის მართვა მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის.
  • ციფრული წიგნიერება ბავშვებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის.
  • გაცნობიერებული მშობლობა ციფრულ ეპოქაში.

ჩვენ გაწვდით ინსტრუმენტებს, რათა თქვენი სქროლვა იყოს გაცნობიერებული არჩევანი და არა უბრალო ჩვევა.

ჩვენი მისია

ადამიანური კავშირის აღდგენა ციფრულ ეპოქაში. დღეს უკვე დაუსრულებელი სქროლვის ეპოქაში ვცხოვრობთ. SafeScroll-ში ჩვენ არ გვჯერა რომ გამოსავალი ტექნოლოგიებზე უარის თქმაშია; პირიქით, ჩვენ გვჯერა რომ გამოსავალი ტექნოლოგიების გამოყენების დაოსტატებაშია. 

ჩვენი მისიაა, გავავრცელოთ ფსიქოლოგიური, ციფრული და ტექნიკური  წიგნიერება, რომელიც აუცილებელია ციფრულ სამყაროში უსაფრთხო და გაცნობიერებული ნავიგაციისთვის.

რატომ SafeScroll? / Why SafeScroll? 
იმიტომ, რომ ციფრული უსაფრთხოება მხოლოდ ფილტრების დაყენებას და შეზღუდვების დაწესებას არ ნიშნავს. ციფრული უსაფრთხოება მაინდსეტია. მაინდფულნესის პრაქტიკისა და პრაქტიკული ციფრული განათლების გაერთიანებით, ჩვენ ვქმნით 360-გრადუსიან მიდგომას მენტალური ჯანმრთელობის მიმართ 21-ე საუკუნეში.

ჩვენი გუნდი

ანიკა ტიზლიარიშვილი

ციფრული კამპანიებისა და კომუნიკაციების სტრატეგი | მარკეტერი

“SafeScroll-ის შექმნის საჭიროება განსაკუთრებულად მაშინ ვიგრძენი, როდესაც გავაცნობიერე: ციფრულ ეპოქაში ყველაზე დიდი რისკი არა თავად ტექნოლოგია, არამედ მისი უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ ცოდნის ნაკლებობაა. ჩემი მისიაა, რთული ციფრული ცნებები ყველასთვის გასაგებ ენად ვაქციო. აქ ვარ, რომ გავაძლიერო ჩვენი ხმა და დავრწმუნდე, რომ ყველასთვის გასაგებ ენაზე ვავრცელებთ ინფორმაციას ციფრული უსაფრთხოების შესახებ. dროა, როცა ციფრული წიგნიერება საყოველთაო სტანდარტი გახდეს და არა ფუფუნება.”

ნანა ვაშაკიძე 

ფსიქოლოგი | MBSR და მაინდფულნესის სერტიფიცირებული სპეციალისტი

“10 წელია ვაკვირდები, როგორ ფუნდამენტურად ცვლის მაინდფულნესი ადამიანის ცხოვრებას. SafeScroll-ის გუნდში ვარ, რადგან როგორც ფსიქოლოგს, მჯერა: ციფრული უსაფრთხოება ვერ იქნება სრული ემოციური რეგულაციის გარეშე. მხოლოდ მოწყობილობის ‘დაბლოკვა’ არ კმარა, მნიშნელოვანია საკუთარი ცნობიერება ‘გახსნა’. ჩემი მისიაა, დავეხმარო ადამიანებს სტრესისა და ტრავმების მართვაში ციფრულ სამყაროში და მის მიღმა, რათა მუდმივი გაფანტულობის მდგომარეობიდან სიმშვიდესა და აწმყოზე ფოკუსირებას დაუბრუნდნენ.”

თეონა დალაქიშვილი

გლობალური პროექტების მენეჯერი | ადამიანური რესურსების განვითარების ექსპერტი. 

“SafeScroll-ის შევქმნის იდეა, საერთაშორისო გუნდებთან მუშაობისას წამოვიდა, როდესაც დავინახე უფსკრული ტექნოლოგიების გამოყენების ზრდასა და ჩვენს ემოციურ მდგრადობას შორის. მივხვდი, რომ ნამდვილი პროგრესი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა თავს ფსიქოლოგიურად დაცულად ვგრძნობთ. ჩემი მიზანია, ‘Safeguarding’-ის (დაცვისა და უსაფრთხოების) კულტურა დავნერგოთ იქ, სადაც ის ყველაზე მეტად გვჭირდება- ჩვენს ოჯახებსა და სკოლებში.”