ახალგაზრდების მდგომრეობა


2025 წლის უახლეს ანგარიშში, “ახალგაზრდების მდგომარეობის შესახებ”, რომელიც AURA-მ გამოაქვეყნა, შემდეგ ინფორმაციას ვიგებთ:
🚨 გამოკითხული მოზარდების 42% ხელოვნურ ინტელექტს როგორ “თანამგზავრს, მეგობარს”, ეურთიერთება და ემოციური მხარდაჭერისთვის მიმართავს.
🚨 3-დან ერთი დიალოგი შეიცავს ძალადობრივ კონტექსტს და  ხშირად ჩატის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ხდება.
🔸 რეალობა, რომელშიც ბავშვების და მოზარდების უმეტესობა მეტად ენდობა AI ბოტებს, ვიდრე ოჯახის წევრებს ან უფროსებს, უკვე დადგა.
🔸 ხელოვნური ინტელექტი მათ არ განიკითხავს და არ განსჯის, პირიქით ეთანხმება და ახალისებს. ზუსტად ისევე, როგორც ზრდასრულები მივმართავთ რჩევისთვის და პასუხად ვიღებთ “ყოჩაღ, მართალი ხარ, შესანიშნავი აზრია!” და ა.შ..

რა ნიშნავს ეს მშობლებისა და სკოლებისთვის და სად არის გამოსავალი?  ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აკრძალვა პრობლემას არ და ვერ მოაგვარებს, პირიქით.
❇️ ამიტომ უნდა დაინერგოს ციფრული წიგნიერების და ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების პროგრამები, რათა ბავშვებს და მოზარდებს ვასწავლოთ და ავუმაღლოთ ცნობიერება კომუნიკაციის უსაფრთხო გზების შესახებ. ავუხსნათ, რომ ეკრანს მიღმა არსებული “თანამგზავრი”, ტექსტის პროგნოზირების ალგორითმია, და არა საიდუმლოების შემნახველი, გამზიარებელი ახლო მეგობარი.

🎒 და თქვენი სკოლის ციფრული უსაფრთხოების პოლიტიკა შეესაბამება ხელოვნური ინტელექტის ეპოქას?

💬Safescroll-ში ვმუშაობთ როგორც ციფრული უსაფრთხოების, ასევე გაცნობიერებული მშობლობის მიმართულებით და მზად ვართ დაგეხმაროთ. მოგვწერეთ.

Leave a comment